მირალემ პიანიჩი იმედოვნებს, რომ ჩავის ნდობას მოიპოვებს

მირალემ პიანიჩი იმედოვნებს, რომ ჩავის ნდობას მოიპოვებს

"ბარსელონადან" "ბეშიქთაშში" იჯარით გაშვებული ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი იმედოვნებს, რომ კატალონიურ კლუბში დაბრუნების შემდეგ ჩავი ერნანდესის ნდობას მოიპოვებს, იტყობინება Mundo Deportivo.

რონალდ კუმანი ბოსნიელ ფეხბურთელს სათამაშო დროს პრაქტიკულად არ აძლევდა, რითაც პიანიჩი ძალიან უკმაყოფილო იყო. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეებში, "ბარსამ" ის ერთი წლით "ბეშიქთაშში" გაანათხოვრა. თურქულ კლუბს გამოსყიდვის ვალდებულება არ აქვს. ბოსნიელის ზამთარში დაბრუნება არ განიხილება - 31 წლის შუახაზელი სეზონის ბოლომდე "შავი არწივების" შემადგენლობაში დარჩება, შემდეგ კი "ბლაუგრანაში" დაბრუნდება. პიანიჩს კატალონიელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

გამოცდილ ნახევარმცველს სეზონის კარგად დაწყებაში ხელი მიღებულმა ტრავმებმა შეუშალა - ბოსნიელმა "ბეშიქთაშის" რიგებში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 11 ნოემბერი 2021 01:34
    0
    8 თამაშში 4 ასისტი თუნდაც თურქეთისთვის ძალიან კარგი შედეგია... მითუმეტეს საკმაოდ მაღალი დონისაა რაც არ უნდა ცუდი სეზონი ქონოდა... აფსუს არტური გვყოლოდა... გახსნიდა ხავი...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 ნოემბერი 2021 21:02
    0
    შენზეა დამოკიდებული.
    დაიმსახურებ? ითამაშებ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 ნოემბერი 2021 16:40
    0
    ჩავის იმედზე ნუ იქნება მაინც და მაინც. ითამაშოს და არ დარჩება დაუნახავი. ვინ ვინ და ნახევარმცველებში ჩავი მშვენივრად ერკვევა.
    Culé [?]
    #3 10 ნოემბერი 2021 16:39
    1
    შეიძლება ამ კაცის 1-2 სეზონით გამოყენება, გააჩნია ხავის სამებაში თუ ჯდება. ბაერნთან და რეალთან გავის და ნიკოს რომ ათამაშებენ, რაც არ უნდა ნიჭიერები იყვენენ პიანიჩის გამოცდილების ფეხბურთელს ვერ აჯობებენ. ნახევარდაცვაში ერთი ბუსკეცი გვყავს სტაჟიანი, დანარჩემები ახლაგაზრდები არიან და კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელის ყოლა არ იქნება ცუდი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 ნოემბერი 2021 16:37
    2
    კი ძმა უეჭ
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    torniket
    სტუმარი [?]
    #1 10 ნოემბერი 2021 16:35
    0
    ეს ვაბშე აღარ მახსოვდა..:/