დანი ალვესის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება
გუშინ "ბარსელონას" ფეხბურთელის რანგში დანი ალვესის პრეზენტაცია უკვე მეორედ შედგა.
RAC1-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ლეგენდის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება. ვეტერანი მარჯვენა მცველის კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს იწურება, თუმცა, თუ მოთამაშე სათანადო დონეს კვლავ აჩვენებს, კლუბი იუწყება, რომ მისი გახანგრძლივება პრობლემა არ იქნება.
38 წლის ფეხბურთელი "ბარსაში" ამჯერად 8-ნომრიან მაისურს მოირგებს. ცნობისთვის, ამავე კლუბში მას 20, 2, 22 და 6 ნომერი უტარებია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]