ფერგიუსონს მასკერანოს საკუთარ გუნდში ხილვა სურს
”მანჩესტერ იუნაიტედი” დაინტერესებულია ”ბარსელონას” ნახევარმცველის, ხავიერ მასკერანოს შეძენით.
ინგლისურ კლუბს იმის იმედი აქვს, რომ მასკერანოს პრემიერ-ლიგაში სურს დაბრუნება და ისინი მზად არიან ეს შანსი გამოიყენონ.
ინგლისური პრესის ცნობით სერხი ბუსკეტსის შესანიშნავი თამაში არ აძლევს მასკეს იმის საშუალებას, რომ მინდორზე გაატაროს იმდენი დრო, რამდენიც მას სურდა. სწორედ ამ მიზეზის გამო მან შეიძლება განიხილოს ინგლისურ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი. ასევე ინგლისში თვლიან, რომ კატალონიური გუნდი ნახევარმცველს ეკონომიკური მოტივების გამო გაყიდის.
ეჭვგარეშეა, რომ არგენტინელი გვარდიოლას გუნდში თავს შესანიშნავად გრძნობს და მწვრნელიც მას ენდობა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]