დეკო: "რეალი" და "ბარსა" თითქმის თანაბრად თამაშობენ"

დეკო: "რეალი" და "ბარსა" თითქმის თანაბრად თამაშობენ"

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად ბრაზილიური "ფლუმინენსეს" ღირსებას იცავს, დეკომ, ანალიზი გაუკეთა თავისი ყოფილი კლუბისა და მადრიდის "რეალის" თამაშს. მისი თქმით, დიდი განსხვავება არ არის ამ ორ გუნდს შორის საფეხბურთო დონის მხრივ.

 

"რა თქმა უნდა, ჩემი გული ყოველთვის "ბარსაში" იქნება, მაგრამ მადრიდის "რეალშიც" მყავს მეგობრები: ჟოზე მოურინიო და კრიშტიანო რონალდო. ახლა უკვე შემიძლია იმის თქმა, რომ ეს ორი გუნდი არ ჩამოუვარდებიან საფეხბურთო კლასით ერთმანეთს. ამაზე მეტყველებს ბოლო ორი მატჩი ამ გუნდებს შორის. რა თქმა უნდა, "ბარსელონას" უპირატესობა აქვს 1/2 ფინალში, მაგრამ მცირედი და იმასაც აღვნიშნავ, რომ "რეალმა" თავისი თამაში იპოვა". დაასრულა დეკომ პორტუგალიურ გაზეთ "Expresso"–სთან ინტერვიუში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.