პედრი და პუტელიასი ჯილდოებს კამპ ნოუზე წარადგენენ
პედრი გონსალესი და ალეშია პუტელიასი პარიზში მიღებულ ჯილდოებს "კამპ ნოუს" წარუდგენენ, იტყობინება RAC1.
გუშინ, France Football-მა პედრი წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა, პუტელიასი კი - წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად. კატალონიური გამოცემის თანახმად, ისინი მოგებულ ჯილდოებს 4 დეკემბერს, "კამპ ნოუზე", "ბეტისთან" მატჩის დაწყებამდე წარადგენენ.
ლუის სუარესის შემდეგ, ალეშია მეორე ესპანელი ფეხბურთელია, რომელმაც "ოქროს ბურთი" მოიგო. პედრი რაიმონ კოპას სახელობის ჯილდოს მესამე მფლობელი გახდა (2018 - მბაპე, 2019 - დე ლიხტი). ამ ჯილდოს გამარჯვებულს "ოქროს ბურთის" ლაურეატი ფეხბურთელები ავლენენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]