Marca: ბარსელონამ ასპილიკუეტას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
"ბარსელონას" "ჩელსის" ესპანელი კაპიტნის, სესარ ასპილიკუეტას, გაფორმება სურს, იტყობინება Marca.
მადრიდული გამოცემის ცნობით, ასპილიკუეტას ტრანსფერზე "ბარსამ" მუშაობა უკვე დაიწყო. იგი მომდევნო ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ 32 წლის ფეხბურთელმა ლონდონური კლუბისგან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთავაზება მიიღო, ჯერჯერობით, იგი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
ფინანსურად, "ბარსელონას" "ჩელსისთვის" კონკურენციის გაწევა არ შეუძლია, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ფეხბურთელის დაყოლიებას შეძლებენ.
ასპილიკუეტას დამატება "ბლაუგრანას" გუნდის დაცვის მარჯვენა ფლანგზე არსებული პრობლემის გამო სურს. როგორც ჩანს, სერჟინიო დესტი ჩავი ერნანდესის გეგმებში არ შედის, მის ალტერნატივას კი სერჟი რობერტო და ოსკარ მინგესა წარმოადგენენ. მათგან, ერთი ნახევარმცველია, მეორე კი - ცენტრალური მცველი. ამ დეფიციტის ნაწილობრივ შესავსებად "ბარსამ" დანი ალვესი გაიფორმა, თუმცა კლუბი ასპილიკუეტას გადაბირებას მაინც ეცდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]