MD: ბარსელონას ფერან ტორესი 50-55 მილიონი დაუჯდება
"მანჩესტერ სიტის" შემტევის, ფერან ტორესის "ბარსელონაში" გადმოსვლის ალბათობა უფრო და უფრო იზრდება.
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსა" და "სიტი", შესაძლოა, ტორესის ტრანსფერის საფასურად დაახლოებით 50-55 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ.
წყაროს ცნობით, კლუბი და გუნდის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ფერანის წასვლას მხარს არ უჭერენ, თუმცა, 21 წლის ფეხბურთელს "ბარსაში" გადმოსვლა სურს. მან პეპს ეს უკვე სთხოვა და საჭიროების შემთხვევაში ამას დაჟინებით მოითხოვს.
იგივე წყარო იტყობინება, რომ ესპანელს "ბალუგრანასთან" უკვე სრული შეთანხმება აქვს. ის ამჟამინდელი ხელფასის შემცირებას დასთანხმდა. ფერანი "ბარსელონასთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]