დღე, როდესაც ბარსელონამ ისტორიაში პირველი თამაში ჩაატარა
8 დეკემბერი "ბარსელონას" ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა. ამ დღეს, დაარსებიდან 9 დღის შემდეგ, საფეხბურთო კლუბმა "ბარსელონამ" პირველი შეხვედრა ჩაატარა.
თამაში ბონანოვაში, ძველი ველოდრომის სტადიონზე ინგლისური კოლონიის წინააღმდეგ გაიმართა. მატჩი ინგლისელებმა 1-0 მოიგეს.
ამ შეხვედრაში "ბარსას" თავისი საფირმო ფერებით არ უთამაშია, რადგან 29 ნოემბერს გამართულ სადამფუძნებლო კრებაზე დამფუძნებლებს ოფიციალურ ფერებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ. არსებობს ვერსია, რომ პირველ შეხვედრაში "ბარსამ" თეთრი ფორმებით ითამაშა.
2 წლის შემდეგ, ისევ 8 დეკემბერს, მორიგი ისტორიული თამაში გაიმართა. გოლის გასვლასთან დაკავშირებით დებატების არარსებობის გამო კარზე ბადეების დამაგრება გადაწყდა, "ბარსამ" კი ბადეებიანი კარებით პირველად 1901 წლის 8 დეკემბერს ითამაშა და "კარეტერა დე ორტას" სტადიონზე "კატალა" 4-1 დაამარხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]