ბარსას, რეალისა და ატლეტიკის მორიგი ერთობლივი განცხადება
"ბარსელონამ", მადრიდის "რეალმა" და ბილბაოს "ატლეტიკმა" მორიგი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
აღნიშნული კლუბები ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურებიან და მის არსს სრულად იზიარებენ.
განცხადებაში ნათქვამია:
ჩვენ სრულად ვიზიარებთ RFEF-ის (ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია) მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც განმეორებულია, რომ ლა ლიგის პროექტი სამართლებრივ სისტემასთან შეუთავსებელია და ის არ უნდა განხორციელდეს.
წევრებსა და გულშემატკივრებს ვუდასტურებთ, გუშინ "ბარსელონამ", მადრიდის "რეალმა" და ბილბაოს "ატლეტიკმა" მიმართეს სპორტის უმაღლეს საბჭოს, რომელსაც საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში მოვალეობა ეკისრება, თავიდან აიცილოს ფეხბურთისთვის მოსალოდნელი გამოუსწორებელი ზიანი.
განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ:
- ლა ლიგის ასამბლეის რიგგარეშე სხდომა ჩანიშნული 2021 წლის 10 დეკემბერს, მიზნად ისახავს, საბოლოოდ დაასრულოს ლა ლიგაზე მოქმედი სამართლებრივი რეჟიმისა და ესპანური ფეხბურთის სატელევიზიო უფლებების უხეში დარღვევა.
- ლა ლიგის რეაქცია სამი კლუბის განმეორებით მოთხოვნაზე იყო შეტევების, დეზინფორმაციის უხეში კამპანიის წამოწყება და შეთავაზებული ალტერნატიული გეგმის განხილვაზე უარის თქმა.
სპორტის შესახებ კანონის მე-8 მუხლი სპორტის უმაღლეს საბჭოს ანიჭებს ფუნქციას, როგორც საფეხბურთო სამყაროში არსებული რეგულაციების კანონიერი აღსრულების გარანტს.
იმ შემთხვევაში, თუ სპორტის უმაღლესი საბჭო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში არ იმოქმედებს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სერიოზულ დარღვევებს, რომელიც დააზარალებს არა მხოლოდ ესპანური ფეხბურთის ეკონომიკურ მომავალს, არამედ სპორტის ამ სახეობისთვის მიღებულ კანონმდებლობას.
თუ ლა ლიგის გეგმები დამტკიცდება, ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით, შესაბამისი სამართლებრივი ქმედებები განვახორციელოთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]