ჩავის მიმართვა ფეხბურთელებს ელჩესთან მოგების შემდეგ
გუშინ "ბარსელონამ" "ელჩესთან" გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიგო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართა.
ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწიეთ. ეს მოგება გუნდურად გაგვაძლიერებს. შეგიძლიათ, იამაყოთ. მეტოქე დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს ხელში იყო. ჩვენი თამაშის ხასიათი გამოვავლინეთ.
- ციტირებს ჩავის სიტყვებს AS.
"ბარსა" თამაშის საწყის 20 წუთში უკვე 2-ბურთიანი სხვაობით იგებდა, თუმცა, მეტოქემ მეორე ტაიმის პირველ ნახევარში, ერთწუთიან მონაკვეთში, ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. "ბლაუგრანამ" გამარჯვება შეხვედრის ბოლოს მოიპოვა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]