რონალდ კუმანის მიმართვა ფეხბურთელებს
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მისი გუნდის ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა და მომდევნო სეზონისთვის შემართებით განაწყო.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა გერმანიაში გამგზავრებისას მოთამაშეებს მიმართა:
წელს, გასულ სეზონთან შედარებით, ბევრად მეტი უნდა გააკეთოთ. ჩვენ დავმარცხით კონკრეტული შეცდომების გამო, რომლებსაც ვეღარ გავიმეორებთ, თუ ტიტულების მოგება გვინდა.
- კუმანის ამ სიტყვებს Sport ციტირებს.
რონალდ კუმანი ახალი სეზონისთვის განსაკუთრებულად ემზადება. წყაროს ინფორმაციით, ნიდერლანდელი არა მხოლოდ გუნდთან, არამედ თითოეულ ფეხბურთელთან ცალკე ხშირად საუბრობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]