ვენგერმა იცის, როგორ მოუგოს მოურინიოს

ვენგერმა იცის, როგორ მოუგოს მოურინიოს

არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ იცის მოურინიოს თამაშის სტილი. მაშინ როდესაც პორტუგალიელი ”ჩელსის” წვრთნიდა ვენგერმა მისი მუშაობის შტრიხები შეისწავლა. ”ჩემი აზრით დღევანდელი თამაში ასეთი სცენარით ჩაივლის: ერთი გუნდი შეეცდება ინიციატივა აიღოს ხელში, ხოლო მეორე მხარე ყველაფერს იღონებს, რომ მოწინააღმდეგეს შეუზღუდოს შესაძლებლობები და გადავიდეს კონტრ-შეტევებზე.”

ფრანგი სპეციალისტის აზრით წარმატების მიღწევა შესაძლებელია, თუ გუდნი არ უღალატებს თავის სათამაშო სტილს და ბურთზე კონტროლს დააწესებს.

ვენგერმა განაცხადა, რომ თუ კატალონიელები ტემპს დააგდებენ, ეს შეიძლება საბედისწერო გამოდგეს მათთვის, თუმცა მიიჩნევს, რომ რადგან საპასუხო შეხვედრა იმართება ”კამპ ნოუზე” ეს ”ბლაუგრანელთა” უპირატესობაზე მიუთითებს.

ეს მოედანი ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია, რაც ”ბარსელონას” სასარგებლოდ მოქმედებს. მადრიდელებს გაუჭირდებათ ორი მატჩის ჯამში წარმატების მიღწევა.”- განაცხადა მან.

””ბარსელონამ” მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. რაც შეეხება ესპანეთის თასს ყოველთვის ვფიქრობდი და წინასწარ ვიძახდი, რომ მას ”რეალი” მოიგებდა. ფინალში საჭიროა კარგი დაცვის ყოლა და რამდენიმე მომენტის გამოყენება. ჩემპიონთა ლიგაში ჩემი რჩეული კანდიდატი”ბარსელონაა””. - განაცხადა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერის ”არსენალი” სწორედ კატალონიის ”ბარსელონამ” გამოთიშა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.