ფეხბურთელები, რომლებიც ჩავის გეგმებში არ შედიან - AS
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, "ბარსელონა" კი უკვე ნელ-ნელა ემზადება. კატალონიურ კლუბს სამუშაო აქვს როგორც მომსვლელ, ასევე წამსვლელ ფეხბურთელებზე.
დღეს "ბლაუგრანა" წლის ბოლო თამაშს ჩაატარებს, რის შემდეგაც სრული ძალებით ტრანსფერებზე მუშაობა დაიწყება. "ბარსას" მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი იანვრიდან, ფაქტობრივად, ახალი გუნდის შექმნას შეუდგება. "ბარსელონას", რომელსაც ეკონომიკურად ნამდვილად არ ულხინს, ახალი ფეხბურთელების დასამატებლად, უპირველეს ყოვლისა, რამდენიმე მოთამაშესთან განშორება მოუწევს.
AS-ის ცნობით, ახლანდელი შემადგენლობიდან ჩავის გეგმებში ჯერჯერობით 5 ფეხბურთელი არ შედის. ესენი არიან: სერჟინიო დესტი, იუსუფ დემირი, ლუკ დე იონგი, ფილიპე კოუტინიო და სამუელ უმტიტი. იანვარში კლუბის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მათი გაშვება იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]