ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზება აბდე ეზალზულის
beIN Sports-ის ინფორმაციით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ აბდე ეზალზულის შესთავაზა, მაროკოს ნაკრებში თამაშზე უარი თქვას, იმ პირობით, რომ ლუის ენრიკე მას ახლო მომავალში ესპანეთის ეროვნულ გუნდში გამოიძახებს.
20 წლის თავდამსხმელი, რომელიც წინა სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსა ბ-მ" შეიძინა, თუმცა ბოლო დროს პირველი გუნდის შემადგენლობაში რეგულარულად ხვდება, აფრიკის ერთა თასზეა გამოძახებული. ეს ტურნირი ევროპულ საკლუბო კალენდარს არ ითვალისწინებს და შესაბამისად, მისი მიმდინარეობისას აბდე "ბარსელონას" ვერ დაეხმარება, რაც კლუბისთვის სერიოზული დანაკლისი იქნება. თუ მაროკო ტურნირის ბოლომდე მიაღწევს, რისი შანსიც არც ისე დაბალია, ფეხბურთელი "ბარსას" 10 შეხვედრას გამოტოვებს.
თუ ეზალზული ესპანელთა შეთავაზებას მიიღებს და ტურნირზე არ გაემგზავრება, ამით "ბარსელონა" იხეირებს.
აბდე მაროკოშია დაბადებული, თუმცა 7 წლის ასაკიდან ესპანეთში ცხოვრობს. მას აქამდე მაროკოს 20-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]