როდის შედგება ფერან ტორესის დებიუტი
ფერან ტორესის ტრანსფერი, სავარაუდოდ, 27 დეკემბერს გაოფიციალურდება, 28 დეკემბერს კი "ბარსელონა" მას "კამპ ნოუზე" წარადგენს.
სათამაშო ნომრის ამბავი ჯერ გაურკვეველია. "ბარსაში" აგუეროს დატოვებული 19 ნომერია თავისუფალი, თუმცა ლუკ დე იონგისა და იუსუფ დემირის მალე გაშვების შემთხვევაში, ტორესისთვის 11 და 17 ნომრებიც გათავისუფლდება. შესაძლოა, მან სულაც 25-ნომრიანი მაისური მოირგოს. თუმცა ეს მეორეხარისხოვანი საკითხია.
მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როდის შედგება ფერანის დებიუტი, რაც მის ტრავმაზეცაა დამოკიდებული. როგორც ცნობილია, ტორესი გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზეა. Sport-ის ჟურნალისტის, ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესს სურს, რომ 21 წლის შემტევმა 5 იანვარს, კოპა დელ რეიზე, "ლინარესის" წინააღმდეგ ან 8 დეკემბერს, ლა ლიგაში, "გრანადას" წინააღმდეგ ითამაშოს. ამის შემდეგ, "ბლაუგრანას" ესპანეთის სუპერ თასზე მადრიდის "რეალთან" დაპირისპირება ელის, სადაც ტორესის ყოლა მნიშვნელოვანი იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]