რონალდ არაუხო ბარსელონას კონტრაქტის უპრეცედენტო პირობებს სთავაზობს | Sport
რონალდ არაუხო "ბარსელონას" დაცვის ერთ-ერთ ლიდერად და გუნდის გამორჩეულ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ურუგვაელი "ბარსას" სამომავლო პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ მისი შენარჩუნება კლუბის ინტერესებში შედის.
Sport-ის ინფორმაციით, 22 წლის უკანახაზელთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით პირველი კონტაქტები უკვე შედგა. არაუხოს დარჩენა სურს, თუმცა მკაფიო მოთხოვნა აქვს: რონალდს სურს, რომ "ბარსელონამ" იგი საკუთარი პერფორმანსის მიხედვით შეაფასოს და შესაბამისი ხელშეკრულება შესთავაზოს - ისეთი, რომლის ანალოგიც აქამდე არ გვინახავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმდენის გადახდას ითხოვს, რამდენსაც საკუთარი თამაშით დაიმსახურებს.
არაუხო "ბარსას" ყველა ცენტრალურ მცველზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებს, მნიშვნელობით კი არცერთ მათგანს არ ჩამოუვარდება, შესაბამისად, მისი მოთხოვნა ლოგიკურია.
არაუხოს მსურველები არ აკლია - "ჩელსი", "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მის სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან.
წყაროს თანახმად, თუ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხერხდება, შესაძლოა, უკანახაზელმა ზაფხულში "ბარსა" დატოვოს. თუ კატალონიელებს ეს არ სურთ, გონივრულად უნდა იმოქმედონ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]