მოურინიო: "ეს უსამართლობაა"
გუშინდელი ბრწყინვალე შეხვედრის შემდეგ, "რეალისა" და "ბარსელონას" მწვრთნელებმა, ჟოზე მოურინიომ და ხოსეპ გვარდიოლამ პრესკონფერენცია გამართეს. პორტუგალიელმა, როგორც ყოველთვის წუწუნი დაიწყო. რაც შეეხება ესპანელს, მან ფეხბურთელებს უთხრა, რომ მოდუნების უფლება არ აქვთ და ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა.
ჟოზე მოურინიო
მე მსაჯისთვის არაფერი მითქვამს, უბრალოდ გავიღიმე და ტაში დავუკარი. რაიმე რომ მეთქვა, დარწმუნებული ვარ ჩემი სამწვრთნელო კარიერა დასრულდებოდა. ერთი კითხვა მაქვს: რატომ ხდება ასე ყოველ 1/2 ფინალურ მატჩში? ოვრებო, ბუზაკა, შტარკი... რატომ არ გავიდა მაშინ "ჩელსი" ფინალში? რატომ გადაარჩინა "ინტერი" ერთი წლის წინ მხოლოდ და მხოლოდ სასწაულმა? ეს უსამართლობაა."
ხოსეპ გვარდიოლა
"ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯით მივუახლოვდით ფინალს, თუმცა ჯერ ლონდონამდე გზა გრძელია. "რეალს" დიდ პატივს ვცემთ. "ბარსელონამ" თუ მოახერხა სტუმრად მატჩის მოგება, ეს მადრიდელებსაც შეუძლიათ. საბოლოო ჯამში კარგი თამაში ვაჩვენეთ და ვფიქრობ, დამსახურებულადაც მოვიგეთ. პეპეს გაძევება? არ ვიცი, ის ეპიზოდი კარგად ვერ დავინახე, რადგან იქით არ ვიყურებოდი."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]