მწვრთნელები მატჩის შემდეგ
გუშინ გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში, კატალონიის "ბარსელონამ" სტუმრად დაამარცხა მადრიდის "რეალი". მატჩი დედაქალაქელთა მშობლიურ "სანტიაგო ბერნაბეუზე" იმართებოდა, თუმცა კატალონიელებმა 0:2 იმარჯვეს. დუბლი კი ლეო მესის ანგარიშზეა. მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს.
ხოსეპ გვარდიოლა: "ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და მეტოქეს არ მივეცით კონტ–შეტევების საშუალება. ჩემი გუნდი ძალიან აგრესიულად თამაშობდა და მინდა გამოვყო კეიტა, რომელიც მეტოქეს შანსს არ უტოვებდა მეორე სართულზე ორთაბრძოლაში. სამეფო თასის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ კორექტივები შევიტანე "ბლაუგრანას" თამაშში და შედეგი ყველამ დაინახა, ლამაზი და შემტევი ფეხბურთით გამარჯვება მოვიპოვეთ. ამიტომაც ვულოცავ ბიჭებს ბრწყინვალე შედეგს. რაც შეეხება მესის, ღმერთს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ არსებობს ასეთი ფეხბურთელი. 23 წლის ასაკში მესი მესამე საუკეთესო ბომბარდირია კლუბის ისტორიაში. ეს ხომ დაუჯერებელია".
ჟოზე მოურინიო: "ბარსელონა" – ფანტასტიური კლუბი, ოღონდ ამ სიტყვებს ცუდად ნურავინ გაიგებს. უბრალოდ ერთი რამ არ მესმის, რატომ მოიქცა ასე შტარკი? ამით მან თანაბარი თამაში მოსპო. არბიტრები არსებობენ იმისთვის, რომ იყოს თანაბარი თამაში, არ დაიჩაგროს რომელიმე გუნდი. დაე თანაბარი ძალების შემთხვევაში გაიემარჯვებინა საუკეთესოს. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "უეფას" არ სურს "ბარსელონას" წარუმატებლობა. თუმცა რატომ ხდება ეს, ნამდვილად არ მესმის. შეიძლება ამ ყველაფერში "იუნისეფის" ხელიც ურევია. თვითონ შტარკისთვის არაფერი მითქვამს, მხოლოდ ორი თითით ვანიშნე სათქმელი. ახლა რომ პირდაპირ ვუთხრა ჩემი სათქმელი "უეფას", დარწმუნებული ვარ ჩემი კარიერაც დასრულდება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ წავაგეთ ნახევარფინალი. ზოგჯერ სამყარო ესეა მოწყობილი და ამის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობ. მეორე თამაშში კი ყველაფერს გავაკეთებთ ფინალში გასასვლელად. თუმცა მოგვიწევს ვიასპარეზოთ პეპესა და რამოსის გარეშე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეც დისკვალიფიკაცია მომცა მსაჯმა, ამიტომ ვერ დავესწრები შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე. შემდეგი მატჩი რთული არ იქნება, უბრალოდ ფინალში გასვლის შანსებმა ძალიან დაიკლო".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]