კლუბის წევრთა 62%-ს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის სჯერა - MD-ს გამოკითხვა

კლუბის წევრთა 62%-ს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის სჯერა - MD-ს გამოკითხვა

Mundo Deportivo-მ "ბარსელონას" წევრთა (socios) შორის გამოკითხვა ჩაატარა.

ჯამში, კატალონიურმა გამოცემამ კლუბის 300 წევრი გამოკითხა და მათ მიმდინარე სეზონის შედეგებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა.

შეძლებს თუ არა "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას?

  • დიახ - 62% (186 ხმა)
  • არა - 37.33% (112 ხმა)
  • უარი პასუხზე - 0.66% (2 ხმა)

ამჟამად, "ბარსა" ლა ლიგაში მე-7 პოზიციაზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას 2 ქულით ჩამორჩება. ამასთან, გუნდს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გასვლის შანსი ევროპა ლიგიდანაც ექნება.

მისაღებია თუ არა თქვენთვის სეზონის უტიტულოდ დასრულება?

  • დიახ - 67.33% (202 ხმა) 
  • არა - 30.66% (92 ხმა)
  • უარი პასუხზე - 2% (6 ხმა)

ლეო მესის გარეშე დარჩენილი "ბარსასთვის" ტიტულის მოგება ძალიან რთული იქნება. ჩავისთან ერთად, გუნდში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. კლუბის წევრთა 2/3-ისთვის, სამომავლო წარმატებებისათვის, წლევანდელი სეზონის ოქროს მედლების გარეშე ჩავლა მისაღებია.

რომელი ტიტულის მოგება არის ყველაზე მეტად შესაძლებელი მიმდინარე სეზონში?

  • ესპანეთის თასი - 57.66% (173 ხმა)
  • ესპანეთის სუპერ თასი - 20.66% (62 ხმა)
  • არცერთი - 10.66% (32 ხმა)
  • ევროპა ლიგა - 6.33% (19 ხმა)
  • ევროპა ლიგა და ესპანეთის თასი - 4.66% (14 ხმა)
  • ლა ლიგა - 0%

სეზონის პირველი ტიტულის მოგების შანსი "ბარსას" ორ კვირაში ექნება. 12 იანვარს, ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში "ელ კლასიკოს" ვიხილავთ. "რეალის" დამარცხების შემთხვევაში კი ფინალში "ატლეტიკოსა" და "ბილბაოს" შორის საუკეთესოს შევხვდებით. თუმცა კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ სუპერ თასზე მეტად, "ბარსას" თასის მოგება უფრო შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ჩემპიონობის შესაძლებლობას არცერთი გამოკითხული პირი არ უშვებს. ახალ წელს მეშვიდეზე მყოფი "ბლაუგრანა" ლიდერ "რეალთან" 18 ქულიანი ჩამორჩენით ხვდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 27 დეკემბერი 2021 17:33
    0
    თასზე რას იზავს არვიცი, მაგრამ 2-3 ქულას რო თავისუფლად ამოუქაჩავს მეორე წრეში რაიოსაც და ბეტისსაც და გინდაც ატლეტიკოს 1 ქულას, რომელსაც უკვე 4 ბოლო თამაში აქვს წაგებული ზედიზედ ამაში ეჭვი არ მეპარება.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #5 27 დეკემბერი 2021 14:28
    2
    ოთხეულთან ქულებით საკმაოდ ახლოს ვარს 1-2 ქულით ჩამოვეჩებით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 დეკემბერი 2021 13:56
    4
    მეორე წრეში სხვა ბარსას ვიხილავთ. ვივა ბარსა!!!
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 დეკემბერი 2021 12:50
    1
    შევალთ ოთხეულში თუ ტრამვები აღარ იქნება
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    torniket
    სტუმარი [?]
    #2 27 დეკემბერი 2021 12:49
    0
    უეფადან გამოვარდნა და ლალიგაზე კონცენტრაცია ჯობია თან უფრო დასვენებულები იქნებიან ჩემი აზრით, არაფერი დიდი ფულის მომტანი არაა და მგონი ასე ჯობს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 დეკემბერი 2021 12:25
    3
    ვაიმეეე 12-თვის ყველა ჯანზე იყოს ნეტა,უნდა დავადუღოთ სამეფო შლანგები.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid