ბარსას ნიკოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება იანვარში უნდა
"ბარსელონა" იანვარში გუნდის ახალგზრდა ნახევარმცველის, ნიკო გონსალესის კონტრაქტზეც იმუშავებს.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ინფორმაციით, "ბარსას" სურს, რომ 19 წლის ფეხბურთელის ხელშეკურლების გახანგრძლივების საკითხი მომდევნო თვეში განიხილოს. ასევე, კატალონიელები მის პირველ გუნდში დარეგისტრირებასაც აპირებენ.
ნიკო მიმდინარე სეზონში "ბლაუგრანას" ერთ-ერთი აღმოჩენაა. მან 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ძალიან მნიშვნელოვანი 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ცნობისთვის, ნიკოს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წელს იწურება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]