ფილიპე კოუტინიო ბარსადან წასვლაზე ფიქრობს

ფილიპე კოუტინიო ბარსადან წასვლაზე ფიქრობს

"ბარსელონას" ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო ნელ-ნელა თანხმდება იმ ფაქტს, რომ, თუ მას მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა უნდა, კატალონიური კლუბი უნდა დატოვოს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

კოუტინიო "ბარსას" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია, მაგრამ, რამდენიმე შანსის მიუხედავად, ის კატალონიურ გუნდში სათანადოდ ვერ ათამაშდა. უკვე ყველა ხვდება, რომ 29 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამავდროულად კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, "ბლაუგრანას" ტვირთად აწვება.

MD-ს ცნობით, კოუტინიო დღითი დღე უფრო და უფრო ეგუება იმ ფაქტს, რომ მას "ბარსელონადან" წასვლა მოუწევს. ფილიპეს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს, რის გამოც ის "ბლაუგრანას" დატოვებასა და სათამაშო დროის მოძიებას აპირებს. ამავე დროს "ბარსას" მისი გაშვება და სახელფასო ფონდის გამოთავისუფლება უნდა.

წყაროს ინფორმაციით, კოუტინიოს აგენტი მისი კლიენტის ტრანსფერზე უკვე მუშაობს. ბრაზილიელის წარმომადგენელი ცდილობს, მოთამაშემ კვლავ ინგლისს მიაშუროს, სადაც მან კარიერის საუკეთესო წლები გაატარა.

ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ კოუტინიოთი რამდენიმე კლუბი ინტერესდება, ერთ-ერთი მათგანი კი ინგლისური "ევერტონია".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 დეკემბერი 2021 14:26
    1
    სავარაუდოდ, ზამთრის ფანჯარაზე უნდა მოცილდეს აქაურობას rage
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 დეკემბერი 2021 12:36
    2
    ევერტონი ამას იმ ხელფასს ვერ გადაუხდის, რასაც აქ იღებს. ისე რომ კიდევ წელიწადნახევარი მოგვიწევს ამ ცოცხალი ლეშის ყურება. ოდნავ საკუთარი თავის პატივისცემა არა აქვთ ამ ფულის მონებს. ამ ფიფა-უეფამაც გადახედონ თავიანთ მოგონილ წესებს და ცოტა გუნდებსაც სცენ პატივი, მარტო ფეხბურთელებზე რო დარდობენ. როცა ფეხბურთელი არ ითვალისწინებს გუნდის მითითებებს და ოპერაციის მაგივრად მსოფლიო ჩემპიონატზე მიდის, გუნდს უნდა ქონდეს უფლება რო მერე ეს უვარგისი საქონელი უბრალოდ გააგდოს. თუ მარტო ფეხბურთელებზე ვრცელდება ხელშეუხებლობის პირობა, გუნდს არა აქვს თავისი ინტერესები?
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #1 30 დეკემბერი 2021 12:00
    2
    კოუტინიო, დემბელე, უმტიტი, ესენი პირველ რიგში არიან გასაშვები, დემირი მგონი დაუბრინდა თავის კუთვნილ გუნდს, ხე იონგიც ალბათ წაეთრევა ,გრიზმანს ატლეტიკო გამოისყიდის ალბათ,და რამდენი ნაგავი გვშორდება უბრალოდ ამოისუნთქავს ცოტათი გუნდი, მერე ლენგლეც მიჰყვება, დესტიც, ბრაიტაც, და იმედია ვინმე არ გამომრჩა, და კიდევ იმედია რომ ეგეთ შეცდომებს აღარ დაუშვებენ და მოუშორებელ ნაგვებს აღარ მოიყვანენ გუნდში