ოფიციალურად: პედრისა და ფერან ტორესს კორონავირუსი დაუდასტურდათ
"ბარსელონაში" კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხბურთელთა რაოდენობა ისევ გაიზარდა.
გუშინ ღამით ცნობილი გახდა, რომ ვირუსისგან დანი ალვესი და ჟორდი ალბა განიკურნნენ, მაგრამ დღეს ინფიცირებულებს კიდევ 2 დაემატა - პედრი და ახალწვეული ფერან ტორესი.
პედრი მკურნალობის ბოლო ეტაპზეა და ივარაუდებოდა, რომ ის გუნდს მალე დაუბრუნდებოდა. ფერან ტორესი კი, რომელიც ასევე მკურნალობის ბოლო ეტაპზეა, "ბარსელონას" დარეგისტრირებული ჯერ არ ჰყავს და არც ვიცით, როდის შეძლებს.
შესაძლოა, პედრისა და ტორესის შემთხვევაში კორონავირუსმა დადებითი შედეგიც კი მოიტანოს - სურვილის შემთხვევაშიც კი მწვრთნელები მათ მოედანზე შეშვებას ვერ გარისკავენ და ფეხბურთელებს ტრავმების სრულად მორჩენის მეტი შანსი ექნებათ.
"ბარსელონას" ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
პედრისა და ფერანის გარდა "ბარსელონაში" კორონავირუსი გავის, ბალდეს, კოუტინიოს, დესტს, ეზალზულისა და დემბელეს აქვთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]