რეალთან ფერან ტორესის თამაში გამორიცხულია
Què T'hi Jugues-ის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირების გამო, ესპანეთის სუპერ თასზე "რეალის" წინააღმდეგ ფერან ტორესის თამაში გამორიცხულია.
წყაროს ცნობით, 21 წლის შემტევი გუნდთან ერთად ვარჯიშსა და საუდის არაბეთში (სადაც "ბარსა" მადრიდელებს 12 იანვარს დაუპირისპირდება) გამგზავრებას ვერ შეძლებს.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩში ფერანის არყოფნა ძალიან დიდი დანაკლისი იქნება, კარგი ამბავი ისაა, რომ ამით კატალონიელებს ტორესის დასარეგისტრირებლად კიდევ რამდენიმე დღე მიეცათ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]