ბარსა ფერან ტორესს პირველად ესპანეთისა და იტალიის თამაშიდან მეორე დღესვე დაუკავშირდა
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" გუნდის ახალწვეულის, ფერან ტორესის ტრანსფერზე თითქმის 3 თვე მუშაობდა.
წყაროს ცნობით, "ბარსა" ტორესს პირველად სატელეფონო ზარის საშუალებით 7 ოქტომბერს, ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთსა და იტალიის შორის გამართული შეხვედრიდან მეორე დღესვე დაუკავშირდა. ეს ფერანის კარიერაში გადამწყვეტი მომენტი იყო.
21 წლის შემტევმა ხსენებულ მატჩში იტალიას 2 გოლი გაუტანა, თუმცა, მან იმავე თამაშში ფეხის ტრავმაც მიიღო.
თავად ფეხბურთელმა გუშინდელ პრეზენტაციაზე განაცხადა:
იტალიის წინააღმდეგ კარგად ვითამაშე. მატეუ ალემანიმ დამირეკა და მითხრა, რომ მათ ჩემი აქ მოყვანა უნდოდათ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]