კოუტინიოს არსენალში გადასვლა ურჩევნია | Ser
ფილიპე კოუტინიო "ბარსელონადან" წასვლასთან ახლოსაა. ბრაზილიელი კატალონიური კლუბიდან აბარგებას დათანხმდა, ვინაიდან რეგულარული სათამაშო დრო და მსოფლიო ჩემპიონატის წინ კარგ ფორმაში ყოფნა სურს. ახლა მხარეები ფილიპესთვის ახალი კლუბის მოძებნაზე მუშაობენ.
29 წლის ფეხბურთელს ინგლისური კლუბები ეპატიჟებიან. როგორც ცნობილია, თავადაც პრემიერ ლიგაში თამაში სურს. Cadena Ser-ის ინფორმაციით, კოუტინიოს შეძენით "ნიუკასლ იუნაიტედი" და "არსენალი" ინტერესდებიან. თავად ფილიპეს "მეთოფეთა" რიგებში გადასვლა ურჩევნია.
კოუტინიო ჩავი ერნანდესის გეგმებში არ შედის და ნათელია, რომ, დარჩენის შემთხვევაში, მცირე სათამაშო დროს მიიღებს. "ბარსელონას" მისი გაშვება პირველ რიგში სახელფასო ფონდის გამოთავისუფლებისთვის სჭირდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]