ფაბრიციო რომანო: ჰოლანდს შეთანხმება არცერთ კლუბთან არ აქვს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს, ცნობით, ერლინგ ჰოლანდის მომავალი გადაწყვეტილი არ არის.
ამით იგი უარყოფს ინფორმაცის, რომლის მიხედვითაც, მინო რაიოლასა და ჟოან ლაპორტას შორის გარკვეული შეთანხმება არსებობს. ჰოლანდს მიმართ ინტერესს არაერთი კლუბი გამოხატავს, თუმცა მას შეთანხმება მიღწეული არცერთ მათგანთან არ აქვს. რომანოს თქმით, ჰოლანდის საგა კიდევ დიდხანს გაგრძელდება და მისი მომავლის გასარკვევად რამდენიმე კვირა საკმარისი არ იქნება.
"დორტმუნდის" რიგებში ნორვეგიელს 75 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 76 გოლი და 20 ასისტია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]