არაუხო და ტორესი რეალთან სასტარტოში იქნებიან - ხავი მიგელი ბარსაზე
ესპანელი ჟურნალისტი, ხავი მიგელი "ბარსელონას" საკადრო პრობლემების გამოსწორებასთან დაკავშირებით საინტერესო ცნობებს ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ფრენკი დე იონგი და რონალდ არაუხო ესპანეთის სუპერ თასისთვის მზად იქნებიან, პედრი გონსალესისა და ფერან ტორესის საკითხი კი ხვალ ჩასატარებელ PCR ტესტზე იქნება დამოკიდებული.
ამავე წყაროს ცნობით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, არაუხო და ტორესი 12 იანვარს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ თამაშს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებენ. პედრისა და ანსუ ფატის კი, დაახლოებით, 25-30 წუთი მიეცემათ.
როგორც AS იუწყება, მატეუ ალემანი ჩავის დაჰპირდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხვალ ტორესი COVID19-ისგან განიკურნება და ტესტი უარყოფით პასუხს აჩვენებს, კლუბი 48 საათის ფარგლებში, ფილიპე კოუტინიოს შემდეგ, კიდევ 1 ფეხბურთელს გაუშვებს და მის დარეგისტრირებას შეძლებს. ამასთან, იუსუფ დემირის წასვლა უკვე გადაწყვეტილია.
არაუხო "ელ კლასიკოში" მზადყოფნისათვის თავდაუზოგავად ვარჯიშობს და, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის გაკეთებიდან მხოლოდ 5 დღეა გასული, მას მოედანზე გასვლა სურს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]