ელ კლასიკო: განაცხადი ცნობილია
ესპანეთის სუპერ თასისთვის "ბარსელონას" განაცხადი ცნობილია.
გუნდი საუდის არაბეთში 24 ფეხბურთელით გაემგზავრება. როგორც მოსალოდნელი იყო, განაცხადს ანსუ ფატი დაუბრუნდა, რომელიც მადრიდის "რეალთან" სათამაშო დროს მიიღებს. ასევე, განაცხადში არიან რონალდ არაუხო და ფრენკი დე იონგი. შესაძლოა, მათ თამაშის ნებართვა ოფიციალურად ხვალ მიიღონ.
ტრავმისა და კოვიდის გამო, "ბარსას" სერჟი რობერტო, ერიკ გარსია, მარტინ ბრეითუეიტი, ფერან ტორესი და პედრი არ ეყოლება.
სრული სია ასე გამოიყურება:
მეკარე: ტერ შტეგენი, ნეტუ, პენია.
დაცვა: ალვესი, დესტი, არაუხო, მინგესა, პიკე, უმტიტი, ლანგლე, ალბა, ბალდე
ნახევარდაცვა: ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი, ნიკო, პუჩი, სანსი.
თავდასხმა: ფატი, მემფისი, დემბელე, ლ. დე იონგი, ეზალზული, ჟუტგლა,
"ელ კლასიკო" ზეგ, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]