ოფიციალურად: ქალების ელ კლასიკოს კამპ ნოუ უმასპინძლებს
"ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს, რომ ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პირველი "ელ კლასიკო" "კამპ ნოუზე" გაიმართება.
დღეს "ბარსელონამ" UEFA-ს აცნობა, რომ "რეალის" წინააღმდეგ ქალების ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ თამაშს "კამპ ნოუ" უმასპინძლებს. შეხვედრა 30 მარტს თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე გაიმართება.
"ბარსას" ქალთა გუნდი, ევროპის ამჟამინდელი ჩემპიონი და გასული სეზონის ტრებლის მფლობელი, "კამპ ნოუზე" მეორედ ითამაშებს. ეს პირველად 2021 წლის 6 იანვარს მოხდა, როდესაც კატალონიელებმა "ესპანიოლი" 5-0 გაანადგურეს.
კატალონიურმა კლუბმა ეს გადაწყვეტილება ქალთა გუნდის გასულ სეზონში გამორჩეული მიღწევების დაფასების ნიშნად მიიღო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]