არაუხოს ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, რონალდ არაუხოს კონტრაქტის 2027 წლამდე გაფორმებასთან დაკავშირებით "ბარსელონაში" ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
ამავე წყაროს ცნობით, ამ კვირაში მხარეებს შორის მოლაპარაკებები კარგად წარიმართა და იმედოვნებენ, რომ ყველაფერი რამდენიმე დღეში დასრულდება - მომავალ კვირაში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც, დიდი ალბათობით, შეთანხმება საბოლოოდ შედგება.
კატალონიური გამოცემის თანახმად, არაუხოს კარიერის გატარება "ბარსაში" სურს, რომელმაც თავისი შეთავაზება გააუმჯობესა. ინგლისური კლუბების ინტერესის მიუხედავად, ურუგვაელი მცველის მიზანი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში დარჩენა და წარმატების აქ მიღწევაა.
რონალდის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]