უხეშობენ და სიმულირებენ მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელები

უხეშობენ და სიმულირებენ მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელები

ამ სტატიის დაწერა მადრიდის ”რეალის” გულშემატკივრების გამო გადავწყვიტე. მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ”ბარსამ” 2:0 დაამარცხა ”რეალი” ”ბერნაბეუზე” მადრიდელთა გულშემატკივრების მხრიდან არ წყდება კამათი პეპეს გაძევებაზე, ასევე დიდი ყურადღება ეთმობა პედრო როდრიგესის და სერხი ბუსკეტსის ზედმეტად გაფორმებულ მომენტებს. ეს მათი მხრიდან უფრო საკუთარ გუნდში სისუსტეების არდანახვის და როგორმე მეტოქის დამცირების მცდელობას ჰგავს. მადრიდის ”რეალი”, გუნდი რომელსაც შემადგენლობაში ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიცაა რონალოდო, კაკა, იგუაინი, ბენზემა და კიდევ სხვა მრავალი, გუნდი რომელიც ყოველ ზაფხულს დაახლოებით 100 მილიონ ევროს ხარჯავს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ მატჩში, საკუთარ მოედანზე ერთი კონტრშეტევის იმედად არ უნდა იყოს. მთელი მატჩის განმავლობაში ”რეალს” 100%-იანი საგოლე მომენტი არ ჰქონია.  აქვე გთავაზობთ კრიშტიანო რონალდოს მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარს: ”დიახ, მე არ მომწონს ასეთი თამაში. მაგრამ მე უნდა შევეგუო მას და გავაკეთო ის, რაც მომეთხოვება. 0-0 არცთუ ცუდი შედეგია საშინაო მატჩისთვის. შესაძლებელია, ჩვენ გასვლით შეხვედრაში გაგვეტანა გოლი”. ”რეალის” გულშემატკივრების სიმულაციაზე აპელირების გამო გადავწყვიტე გაჩვენოთ ის კადრები, სადაც უხეშობენ და სიმულირებენ მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელები.

სიმულირებენ ”რეალის” ფეხბურთელები

5) მეხუთე პოზიცია რონალდომ დაიკავა, რომელიც ”ტოტენჰემთან” მატჩში ცდილობდა მსაჯისთვის პენალი გამოეტყუებინა...

                                       [media=http://www.youtube.com/watch?v=a_jWwcNWHwk]

4) მეოთხე პოზიცია ანხელ დი მარიას ერგო, რომელმაც 1/2 ფინალურ კლასიკოში ”ბარსელონას” კარებთან ახლოს მსაჯს ჯარიმა გამოსტყუა...

                                       [media=http://www.youtube.com/watch?v=msTtFNItRiw]

3) მესამე ადგილი სერხიო რამოსს ერგო, რომელიც ისე წაიქცა, რომ იაია ტურეს მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა...

                                       [media=http://www.youtube.com/watch?v=ezQTHwofq3Q]

2) მეორე პოზიციაზე რონალდოა. პიკე მას არ კი შეხებია, ის კი ჯარიმას ითხოვდა...

                                       [media=http://www.youtube.com/watch?v=B9gh-GSoeaE]

1) პირველი პოზიცია რა თქმა უნდა კრიშტიანო რონალდოს ერგო. ამ მომენტს ძალიან კარგ კომენტარს უკეთებს რუსი კომენტატორი, ვასილი უტკინი.  დანარჩენი ვიდეოში იხილეთ...

                                       [media=http://www.youtube.com/watch?v=Ab36yDjiyPs]

უხეშობენ ”რეალის” ფეხბურთელები

1) თასის ფინალში არბელოა ვილიას განზრახ აბიჯებს ფეხს, ის ყვითელ ბარათსაც არ ღებულობს...

                                       [media=http://www.youtube.com/watch?v=OK9r2Z3MHio]

2) დაუსჯელი რჩება მარსელოც, მაგრამ პედროს ტრავმამ მოედანზე აფელაის გამოყვანა აუცილებელი გახადა, რამაც მადრიდელებს კარგი შედეგი არ მოუტანა...

                                       [media=http://www.youtube.com/watch?v=l00O6OKfi7w]

3) ”ნოუ კამპზე” გამართულ კლასიკოში რამოსს ნერვებმა უმტყუნა...

                                       [media=http://www.youtube.com/watch?v=rm8e2ML2p9M]

2) მეორე პოზიციაზე მარსელო გავიდა. გთავაზობთ ვრცელ ვიდეოს, თუ რას აკეთებს მოედანზე ბრაზილიელი...

                                       [media=http://www.youtube.com/watch?v=DRUPb6IoULI]

1) პირველი ადგილი არავის დაუთმო პეპემ. ამ ვიდეოს ახსნა არ სჭირდება, ვუყუროთ პეპეს საქციელს...

                                      [media=http://www.youtube.com/watch?v=jKt4IBxD5oo]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.