ხავიერ ტებასი უსმან დემბელეზე: არ ვფიქრობ, რომ ბარსელონა უკანონო ქმედებას ჩაიდენს
უსმან დემბელე "ბარსელონასთან" კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, რის გამოც ჩავი ერნანდესმა იგი "ბილბაოსთან" მატჩის (2-3) განაცხადში არ შეიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური კლუბი ახალგაზრდა შემტევის თავიდან მოშორებასა და გასხვისებას აპირებს - თუ არსებულ ცნობებს დავუჯერებთ, საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელობა მისი კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტსაც კი განიხილავს, თუმცა, ეს ნაბიჯი გარკვეულ კომპენსაციებთან იქნება დაკავშირებული.
აღნიშნულ საკითხს, ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი ეხმაურება:
გავრცელებული ცნობებით, უსმან დემბელემ გუშინდელი სავარჯიშო სესია კუჭის პრობლემების გამო გამოტოვა და არც "ალავესთან" შეხვედრის (1-0) განაცხადში იმყოფებოდა. თუმცა, კლუბში ფრანგის სიმართლეში ეჭვი ეპარებათ.
რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას - რამონ სალმურის თქმით, დღეს 24 წლის ფეხბურთელმა ნორმალურად ივარჯიშა. ის იანვარში "ბარსელონადან" წასვლაზე არ ფიქრობს და მიმდინარე სეზონის აქ დასრულება სურს.
დემბელეს "ბლაუგრანასთან" ამჟამინდელი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი ახალ კონტრაქტს არ გააფორმებას ან გუნდს ზამთარში არ დატოვებს, "ლურჯ-ბროწეულისფერები" მას ზაფხულში უფასოდ დაკარგავენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]