ჯონათან სორიანოს პირველ გუნდში დებიუტი არ შედგება

ჯონათან სორიანოს პირველ გუნდში დებიუტი არ შედგება


პეპ გვარდიოლამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გამოიყენებს შესაძლებლობას და ჯონათან სორიანოს პირველ გუნდში გამოიძახებს, რათა დაფასდეს სეგუნდაში მის მიერ ჩატარებული შესანიშნავი სეზონი. თუმცა, სამწუხაროდ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის რეგლამენტის მიხედთვით დუბლ შემადგენლობის ფეხბურთელები, რომლებიც 25 წელს გადაცილებულნი არიან არ აქვთ პირველ გუნდში თამაშის საშუალება.

კატალონიელი თავდამსხმელი 1985 წლის 24 სექტემბერს დაიბადა. ის წელს 26 წლის ხდება. ამის გამო ის პირველ გუნდში ვერ ითამაშებს, სანამ მასთან არ გააფორმებს პროფესიულ კონტრაქტს. პრეს-კონფერენციაზე გვარდიოლამ მწუხარება გამოთქვა ამის გამო, რადგან მას არ მიეცემა საშუალება დააჯილდოვოს ფეხბურთელი ”ბარსა ატლეტიკში” ბრწყინვალედ ჩატარებული სეზონის შემდეგ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.