გვარდიოლას ეპოქაში დებიუტი 22 კანტერანოს ქონდა
პეპ გვარდიოლამ ”ბარსელონაში” მუშაობის 4 წელში კლუბის აღზრდილ 22 ფეხბურთელს მისცა პირველ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება.
”ბარსელონას” საფეხბურთო სკოლის ნებისმიერი მოსწავლის ოცნება ერთ მშვენიერ დღეს პირველ გუნში დებიუტია. ისინი მუშაობენ და ცდილობენ რეალობად აქციონ ის, რაც უკვე ბევრისთვის რეალობაა. ამ საქმეში კი პეპ გვარდიოლას ხელი ურევია. პეპ გვარდიოლას ეპოქაში ”ბარსელონას” პირველ გუნდში დებიუტი 22 კანტერანოს ქონდა.
მინიმუმ 5 ფეხბურთელი სეზონში
მუშაობის პირველივე დღიდან გვარდიოლამ, რომელიც შესანიშნავად იცნობდა კანტარს ფსონს კანტერანოებზე დებდა. პირველ სეზონში მან დებიუტის საშუალება მისცა სერხი ბუსკეტს, ტიაგოს, ხავი ტორესს, მარკ მუნიესას, ბოტიას და აბრაჰამს. შემდეგ სეზონში ასეთი ბედნიერება ერგოთ ფონტასს, ჯონათან დოს სანტოსს, სორიანოს, გაი ასულინს და მარკ ბარტრას. შემდეგ ორიოლ რომეუს, ნოლიტოს, სერხი გომესის, მინიოს, მარტინ მონტოიას და სერხი რობერტოს დრო დადგა. პეპ გვარდიოლას ბოლო სეზონში დებიუტი ჰქონდათ ისააკ კუენკას, ჟერარდ დეულოფეუს, რაფინიას, ტელიოს და რივეროლას.
ამ ფეხბურთელებიდან 4 უკვე პირველი გუნდის სრულფასოვანი წევრია - სერხი ბუსკეტსი, პედრო როდრიგესი, ანდრეუ ფონატსი და ისააკ კუენკა. შემდეგ სეზონში მათ გზად დაადგებიან მარკ ბარტრა, მარკ მუნიესა, ჯონათან დოს სანტოსი და მარტინ მონტოია. ბევრი მათგანი, რომლებსაც პეპმა შანსი მისცა სხვა კლუბებში გადავიდნენ. ყველაზე წარმატებულები გამოდგნენ ორიოლ რომეუ (”ჩელსი”), ნოლიტო (”ბენფიკა”), ბოტია (ხიხონის ”სპორტინგი”), ხავი ტორესი (”ლევანეტე”) და ჯონათან სორიანი (”რედ ბული”).
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]