ცესკმა ვენგერს მისი ,,ბარსელონაში'' თამაშის სურვილის შესახებ აუწყა

ცესკმა ვენგერს მისი ,,ბარსელონაში'' თამაშის სურვილის შესახებ აუწყა

ცესკმა ვენგერს მისი ,,ბარსელონაში'' თამაშის სურვილის შესახებ აუწყა


 როგორც, სააგენტო AS.COM აცხადებს, დღეს ფაბრეგასი შეხვდა მისი ამჟამინდელი კლუბის მთავარ მწვრთნელ, არსენ ვენგერს. ძირძველმა კატალონიელმა სურვილი გამოთქვა ასულგრანასთან რაც შეიძლება მალე შეერთების. ,,ბარსელონა'' იმედოვნებს, რომ ლონდონელები მალე დაადებენ ფასს ფაბრეგასს და ტრანსფერიც გაიჩარხება. თუკი სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროს გადააჭარბებს შესაძლოა საქმეში პრობლემები წარმოიქმნას. საკუთარი სურვილის გაცხადების შემდეგ ,,არსენალის'' ლიდერი ლონდონიდან გაემგზავრა. როგორც გაზეთი იუწყება, ,,ბარსელონას'' გენერალური მენეჯერი, ჟოან ოლივერი, გუშინ ესაუბრა ფაბრეგასსა და ვილასს. მისი განცხადებით ცესკი მზადაა ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას და ჩაირიცხოს "ბლაუგრანას" შემადგენლობაში.

 ფაბრეგასმა, რომელსაც ახლახან შეუსრულდა 23 წელი, ,,ბარსელონა'' 2003 წელს დატოვა. ,,არსენალში" გატარებული 7 წლის განმავლობაში, მან 264 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც გოლის აღვნიშნა 70 ჯერ მოახერხა.უკანასკნელ პერიოდში ის გუნდის უდავო ლიდერად ჩამოყალიბდა და კაპიტნის სამკლავურსაც ატარებდა.

წყარო: As.com

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.