მიზეზები, რომელთა გამოც ბარსამ ტოდიბო გუნდიდან გაუშვა

მიზეზები, რომელთა გამოც ბარსამ ტოდიბო გუნდიდან გაუშვა

22 წლის პერსპექტიული ცენტრალური მცველის, ჟან-კლერ ტოდიბოს "ბარსელონადან" წასვლის მიზეზები ცნობილი ხდება - ერთ-ერთ ფეხბურთელთან კონფლიქტი და ცხოვრების სტილი.

"ბარსამ" ტოდიბო 2019 წლის აინვარში "ტულუზიდან" დაიმატა. "ბლაუგრანამ" ერთ წელიწადში, 2020 წლის იანვარში, ფრანგი უკანახაზელი "შალკეში" გაანათხოვრა, შემდეგ კი - "ბენფიკაში". გასული წლის თებერვალში ტოდიბო იჯარით "ნიცას" შეუერთდა, რომელმაც საბოლოოდ ფეხბურთელი გამოისყიდა.

Sport-ის ჟურნალისტის, ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, "ბარსელონამ" ტოდიბო გაყიდა, რადგან მას გუნდის ერთ-ერთ მძიმეწონოსან ფეხბურთელთან პრობლემები ჰქონდა. ფრანგი ასევე ხშირად სახლში გვიან ღამით ბრუნდებოდა. ასეთი ცხოვრების სტილი კატალონიური კლუბისთვის მიუღებელია.

ტოდიბომ "ბარსელონაში" მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    პავლოვიჩი56
    სტუმარი [?]
    #11 1 თებერვალი 2022 19:55
    0
    პიკეეე... შე ინტრიგანო-თახსირო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 1 თებერვალი 2022 17:45
    2
    ამ ლოგიკით დემბელე 1 თვეში გასაგდები იყო, მაგრამ ის 1 მილიონად იყიდეს ეს ჩლუნგი კი 105-ად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 1 თებერვალი 2022 16:15
    1
    არადა საკაიფოდ დგას დაცვაში ამის და არაუხოს დუეტი უმაგრესი იქნებოდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Bojan Krkic
    სტუმარი [?]
    #8 1 თებერვალი 2022 16:01
    1
    ტოდიბი ყველას მოსწონდა, ძალიან სტაბილური იყო, ეს და არაუხო მაგარი დუეტი იქნებოდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 1 თებერვალი 2022 14:36
    3
    გუშინ კი აქედან გაგდებულმა, მესის პსჟ თასის გათამაშების 1/8 ფინალიდან გამოაგდო პენალტების სერიით. თამაშის ბოლოს მესის ძლიერი დარტყმა ამ ვაჟკაცმა სახით მოიგერია, თავი რო ვერ დაუხვედრა. და პენალტების სერიაშიც დონა რუმას ყურებს შორის გაუტანა(იცით ალბათ მეკარის აწეულ ხელებს შორის დარტყმა) პენალტი ლეომაც კი გაიტანა მაგრამ საბოლოოდ ნიცამ მოიგო.
    GiorgiM86
    სტუმარი [?]
    #6 1 თებერვალი 2022 14:34
    2
    ტოდიბოს თამაშებს უყურეთ ჯობია. პსჟ-ის ვითომ მრისხანე თავდასხმა გააჩერა უკვე მერამდენედ ამ სეზონში. ტიპი მაგრად პროგრესირებს. ჩვენ კი ვუყურეთ მხცოვანებსა და ინვალიდებს პიკეს, ალბათ, უმტიტისა და ლენგლეს სახით :( რა ფეხბურთელი გაუშვეს ხელიდან, მეცინება უკვე :(
    Culé [?]
    #5 1 თებერვალი 2022 14:29
    0
    ძაან მომწონდა ერთ დროს. მარა თუ დისციპლინის პრობლე აქვს დემბელე დგას წასასვლელთა პირველ რიგში!!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #4 1 თებერვალი 2022 14:03
    5
    სხვათაშორის გუშინ ტოდიბომ საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა პსჟს წინააღმდეგ!
    გულშემატკივარი [?]
    #3 1 თებერვალი 2022 13:11
    5
    აუ თუ ეგიყო პრობლემა დემბელე პირველივე დღიდა უნდა გაეყიდათ რა სისულელეებს წერთ
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #2 1 თებერვალი 2022 12:36
    2
    უდისციპლინო ობამეიანგი როა ეგრე უნდა, მიეცათ ამისთვის შანსი, მითუმეტეს ჩავი ასწავლიდა დისციპლინას და მოქცევას, თუარ შეიგნებდა და ნაჰუი მერე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 თებერვალი 2022 12:34
    1
    ეს რო რამედ ვარგოდეს ნიცაში კიარ დარჩებოდა რომელიმე კაი გუნდი წაიყვანდა, მითუმეტეს სიმაღლე და ჯანი არ აკლია რაც აინტერესებთ გუნდებს ძირითადად მცველში, უბრალოდ უვარგისია და ვსო.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"