ოფიციალურად: ტოდიბო ბარსელონას ფეხბურთელი აღარაა

ოფიციალურად: ტოდიბო ბარსელონას ფეხბურთელი აღარაა

21 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი ჟან-კლერ ტოდიბო "ბარსელონას" საკუთრება აღარაა. ფრანგულმა "ნიცამ" ფეხბურთელი გამოისყიდა.

"ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით "ნიცამ" ტოდიბოს 8.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება გამოიყენა. გარიგება ბონუსების სახით კიდევ 7 მილიონი ევროს გადახდას ითვალისწინებს. გარდა ამისა "ბარსელონას" ტოდიბოს მომდევნო ტრანსფერიდან გარკვეული წილი შეხვდება.

ჟან-კლერ ტოდიბო "ბარსელონას" 2019 წლის იანვარში "ტულუზიდან" 1 მილიონ ევროდ შეუერთდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ბლაუგრანას" მაისურით მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა. გასული 2.5 წლის განმავლობაში ის "შალკეში", "ბენფიკასა" და "ნიცაში" იყო განათხოვრებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 28 ივნისი 2021 12:08
    0
    განაგრძეთ ამ ტემპში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 28 ივნისი 2021 00:11
    0
    ესეც საქმეა. ამან გზა გაუკვალა და იმედია სხვებიც მიყვებიან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 27 ივნისი 2021 19:51
    2
    ციტატა: M10 S9 D11
    არადა ამის და არაუხოს დუეტს მეორე სართულზე და ჯანში ვერავინ აჯობებდა

    ჰო, მაგრამ ფეხბურთი ხომ მხოლოდ ჯანი არაა
    ტიპიური მუტრუკი ბრძანდება, რომელიც შეიძლება კარგ სიტუაციაშიც აღმოჩნდეს თუ გაუმართლა
    გარსია უფრო მეიმედება
    არაუხოს საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მთავარია ტრამვები არ გაიმიზეზდეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 27 ივნისი 2021 18:29
    2
    არადა ამის და არაუხოს დუეტს მეორე სართულზე და ჯანში ვერავინ აჯობებდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #6 27 ივნისი 2021 17:56
    2
    18+25+36+135+145=359 მილიონი!!!!! აქვს ბარსელონას ბრეიტვეიტი უმტიტი ლენგლე დემბელე კოუტინიოს ტრანსფერებში გადახდილი.დღეს კი ამათი სატრანფერო ფასი ტრანსფერმარკეტზე 9+8+25+50+30=122 მილიონიაა!!!
    (აღარაფერს ვამბობ გრიზმანის და პიანიჩის ტრანსფერებზე)
    ამას პლიუს ემატება კორონას პანდემიით გამოწვეული ზარალი და პლიუს უზარმაზარი ხელფასები რომლებიც იმ ხუთეულს აქვს და თან ცუდი ის არის, რომ ბრეიტვეიტის ფასი განახევრდა და უნდა ილოცოს კლუბმა რომ 10 მილიონად გაყიდოს პლიუს უმტიტს უზარმაზარი ხელფასი აქვს ფაქტობრივად სულ ტრავმიანობს და დღეს წავიკითხე კონტრაქტის გაწყვეტასაც კი ცდილობსო კლუბი რაც 20 მილიონამდე ზარალს ნიშნავს,ასევე ლენგლე რომელიც უაზროდ ცუდ ფორმაშია და ბევრჯერ მის გამო დავიღუპეთ და დემბელე, რომელსაც საფეხბურთო ინტელექტი საერთოოდ არ გააჩნიაა ეგ ბიჭი ცალკე ფენომენიაა,ადამიანი რომელშიც 135 მილიონი გადაიხადა კლუბმა და რითი განსხვავდება ვილიარეალის რომელიმე ფეხბურთელისგან ვერ ვხვდებით მათი ინტელექტი ან მონდომება მაინც ჰქონდეს... და კოუტინიო რომლითაც უზარმაზარი ზარალი მიიყენეა კლუბმა აიიი ეს კრიზისი აქვს კლუბს, რომლის დაძლევის გზებს მე ვერ ვნახულობ და ლაპორტა მჯერა, რომ ნახავს ოღონდ იმედია რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეულად გადაატანინებს ამას კლუბს ხოდა არვიცი იმედია რამე შეიცვლება
    Culé [?]
    #5 27 ივნისი 2021 17:56
    3
    15 მილიონი ავიღეთ ისეთ ფეხბურთელში რომელსიც არაფერში გვჭირდება, კარგია. ახლა რობერტოში ლენგლეში და ბრეითვეითშიც იქნება აიღონ 20-20 მილიონი და მაგ ფულით ერთი კარგი ცენტრალური მცველი მოვა. დემბელე, უმტიტი და კოუტინიო შეგვეტენა სამწუხაროდ.
    Culé [?]
    #4 27 ივნისი 2021 17:53
    2
    ამის ხილვა საერთოდ არ მინდოდა და კარგია რომ გაყიდეს წუწუნა ბავშვივით იქცეოდა იმის ნაცვლად რომ დამტკიცება ეცადა რომ იმსახურებდა დროს...
    Adamatraore
    სტუმარი [?]
    #3 27 ივნისი 2021 17:44
    2
    ეს არ იყო გასაშვები ეს და არაუხო ერთად იქნებოდა საუკეთესო
    Culé [?]
    #2 27 ივნისი 2021 17:27
    2
    გაყიდვები დაიწყო კარგაიაა...
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    გულშემატკივარი [?]
    #1 27 ივნისი 2021 17:21
    2
    barca-1 კარგია...