ობამეიანგმა გუნდთან ერთად ივარჯიშა
პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "ბარსელონასთან" გუშინ კონტრაქტი უკვე გააფორმა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. დღეს კი სავარჯიშო სესიაშიც ჩაერთო.
ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, 32 წლის თავდამსხმელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. ჟურნალისტმა ამის დამადასტურებელი ფოტოსურათიც გაავრცელა. ჟუანმარტის ცნობით, გაბონელი ვარჯიშის განმავლობაში უსმან დემბელესთან ახლოს იმყოფებოდა. ისინი 2016-17 წლების სეზონში დორტმუნდის "ბორუსიაში" თანაგუნდელები იყვნენ.
ობამეიანგის ტრანსფერი დღეს გაოფიციალურდება. როგორც ცნობილია, მან გუნდთან 18-თვიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]