ცხადაძე: გვარდიოლა კარგი ფსიქოლოგი აღმოჩნდა

ცხადაძე: გვარდიოლა კარგი ფსიქოლოგი აღმოჩნდა

ბაქოს "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ახსნა კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას ფენომენი.

"ის თავად იყო უდიდესი ფეხბურთელი, მაგრამ მწვრთნელობის დროს მან დაივიწყა ეს ყოველივე. მას ბრწყინვალე მასწავლებლები ჰყავდა: კრუიფი, ვან გაალი, რობსონი! ის "ბარსელონაში" მწვრთნელად გაიზარდა. იქ ყველაფერი იდეალურია, ბავშვთა სკოლაც და მთავარი გუნდიც.  პეპის შესახებ ყველაზე კარგად ლიონელ მესიმ თქვა. არგენტინელის სიტყვებით, გვარდიოლას მთავარი ღირსება ადამიანური ღირებულებებია.ესპანელი კარგი ფსიქოლოგი აღმოჩნდა. მან ბრწყინვალე ურთიერთობები დაამყარა გუნდის ვარსკვლავებთან. ეს პროფესორები, რომლებიც "ბარსაში" თამაშობენ, უჯერებენ ახალგაზრდა დამრიგებელს. ეს მისი ყველაზე დიდი ღირებულებაა. მაგალითად, ვან გაალს, არც ისე კარგად გამოსდის ურთიერთობა ვარსკვლავებთან", - განაცხადა ცხადაძემ.

წყარო: Championat.ru

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.