ბარსელონა არაუხოსა და გავის კონტრაქტებზე გადაერთვება

ბარსელონა არაუხოსა და გავის კონტრაქტებზე გადაერთვება

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ახლა, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, "ბარსელონა" გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელბთან, რონალდ არაუხოსთან და გავისთან კონტრაქტების გახანგრძლივებაზე იზრუნებს.

წყაროს ცნობით, "ბარსას" სურს, რომ ორივე ფეხბურთელის საკითხი რაც შეიძლება მალე მოგვარდეს. არაუხოსა და გავისაც მხოლოდ "ბლაუგრანაში" დარჩენა უნდათ.

ივარაუდება, რომ კატალონიურ კლუბს არც არაუხოსთან და არც გავისთან, რომლებიც სამომავლოდ გუნდის მნიშვნელოვან ფეხბურთელებად მიიჩნევიან, პრობლემები არ შეექმნება. მხარეების მიზანი ახალ ხელშეკრულებებზე შეთანხმებაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 3 თებერვალი 2022 18:05
    0
    იმედია ესენი მაინც არ გაამწვავებენ სიტუაცია, თუმცა მაინც მაშფოთებს არაუხოს განცხადება: იმდენი გადამიხადეთ რასაც ვიმსახურებ ჩემი თამაშითო. გასარკვევი რჩება თვითონ როგორ ფიქრობს რა დონეზე თამაშობს, ვან დეიკის ხელფასი უნდა თუ დე ლიხტის, იქნებ ალვესის?

    ციტატა: Iniesta_8
    არაუხო რასაც ითხოვს მისცენ, მაგ კაცის დაკარგვა უდიდესი შეცდომა იქნება.

    ხოდა რასაც ითხოვს, ეგ უკვე ბევრია. ასე დაიწყო ბარსას დაცემის ისტორიაც. სანამ ფული შემოდიოდა რასაც ითხოვდნენ იღებდნენ და ეხლა კი ვხედავთ დემბელე რა ფოკუსებსაც აკეთებს. აგერ ბაიერნი ვინც არ აგრძელებს კონტრაქტს ეგრევე უშვებენ. არავის არ ეხვეწებიან და იმიტომაც არ უჭირს არასდროს ფინანსურად.
    Culé [?]
    #3 3 თებერვალი 2022 14:00
    1
    არაუხო რასაც ითხოვს მისცენ, მაგ კაცის დაკარგვა უდიდესი შეცდომა იქნება.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #2 3 თებერვალი 2022 13:50
    1
    DesmondHume,
    არამგონია ლა მასიელებზე ეგ პრობლემა შეიქმნას, აი ახალ ტრანსფერებს რომ გააკეთებენ ეგ მართლა გასათვალისწინებელი იქნება და არც გაიმეორებენ წინა მმართველების შეცდომებს რათქმაუნდა
    ფანი [?]
    #1 3 თებერვალი 2022 13:30
    1
    კონტრაქტებში ასტრონომიული თანხების ჩაწერით ისედაც ბევრი მივქარეთ და იმედია ისწავლიან ჭკუას. არაუხოც და გავიც არსად გასაშვები ხალხი არაა, მაგრამ ისე ნუ იზამენ "ლომბარდში სირბილი" მოგვიწიოს ამათი კონტრაქტების და ხელფასების გამო.