ბარსელონა გავისთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაახანგრძლივებს
"ბარსელონა" გუნდის ამომავალ ვარსკვლავთან, გავისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება რაც შეიძლება მალე სურს.
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსა" იმედოვნებს, რომ გავისთან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დახურავს.
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანასა" და 17 წლის ფეხბურთელის აგენტებს შორის ძალიან კარგი დამოკიდებულებაა, რაც მოლაპარაკებებზეც აისახება. გავის ახალი ხელშეკრულება 2026 წლამდე იმოქმედებს. ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, პედრისა და ანსუ ფატის მსგავსად, 1 მილიარდი ევრო იქნება.
იგივე წყარო იტყობინება, რომ მხარეებს შორის შეთანხმებამდე მხოლოდ გარკვეული დეტალების დაზუსტება რჩება. გავის მხოლოდ "ბარსელონაში" დარჩენა უნდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]