ბარსელონასა და ბარსელონას ახალწვეულების სტატისტიკა ატლეტიკოსთან
"ბარსელონა" ლა ლიგის მორიგ ტურში, 6 თებერვალს "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" მადრიდელები 5 მატჩია, არ დაუმარცხებიათ - კატალონიელებმა დიეგო სიმეონეს გუნდს ბოლოს 2019 წელს, ლეო მესის ერთადერთი გოლის წყალობით მოუგეს, მას შემდეგ კი "ბარსას" მონაგარი 2 წაგება და 3 ფრეა.
ამასთან, რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით, "ბლაუგრანამ" "როხიბლანკოს" კარი ზედიზედ 3 შეხვედრაში ვერ აიღო.
რაც შეეხებათ კლუბის ახალწვეულებს - Sport-ის ცნობით, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ საუკეთესო მაჩვენებელი კატალონიელთა რიგებში დაბრუნებულ დანი ალვესს აქვს - ბრაზილიელის ანგარიშზე 31 მატჩში 18 გამარჯვება, 3 გოლი და 7 ასისტია.
ფერან ტორესს მადრიდელებთან ერთხელაც არ მოუგია, პიერ-ემერიკ ობამეიანგსა და ადამა ტრაორეს კი მათ წინააღმდეგ არასდროს უთამაშიათ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]