ბარსა CVC-სთან შეთანხმებაზე მუშაობს
“ბარსელონას" CVC კომპანიასთან შეთანხმების მიღწევის თაობაზე იმედი ჯერ არ გადაუწურავს. Goal-ის ინფორმაციით, კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი ხელშეკრულების პირობები მათთვის ხელსაყრელი იქნება.
როგორც ცნობილია, "ბარსას" CVC-საგან 250 მილიონი ევროს მიღება პირდაპირ სურს და არა სესხის სახით. მოგეხსენებათ, "ბლაუგრანას" ისედაც 1.350-მილიონიანი ვალი აქვს.
ამას გარდა, კლუბს არც ლა ლიგის მიერ შემუშავებული შეზღუდვები მოსწონს, რომელიც მიღებული თანხის 15%-ის ტრანსფერებში, 15%-ის ვალის დასაფარად, ხოლო 70%-ის გამოყენებას ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გულისხმობს. ამის მიზეზი ისაა, რომ "ბარსას" Espai Barca-ს პროექტი უკვე ჩაშვებული აქვს და იმ თანხის გამოყენება სხვა მნიშვნელოვან ასპექტებში სურს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]