მემფის დეპაი ნაპოლისთან არ ითამაშებს
"ბარსელონას" თავდამსხმელი მემფის დეპაი "ნაპოლისთან" მატჩისთვის ბოლომდე გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს.
AS-ის ინფორმაციით, 28 წლის შემტევის დაბრუნება კიდევ ერთი კვირით გადაიდო.
Mundo Deportivo-ს ცნობით, დეპაი ხუთშაბათს "ნაპოლისთან" გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. "ბარსას" ნიერლანდელის ჯანმრთელობით გარისკვა არ უნდა.
წყაროს იტყობინება, რომ მემფისი გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზე იმყოფება, მაგრამ "ბლაუგრანას" მისი დაჩქარება არ სურს, რათა ტრავმის რეციდივის რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს.
ივარაუდება, რომ დეპაი 20 თებერვალს "ვალენსიასთან", ან 24 თებერვალს "ნაპოლისთან" განმეორებით მატჩში დაბრუნდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]