პრობლემები დაცვაში
"ბარსელონაში" თავი ისევ ნაცნობმა საკადრო პრობლემებმა იჩინა. კატალონიურ გუნდს დაცვაში სერიოზული დანაკილისი აქვს, წინ კი 2 მნიშვნელოვანი თამაშია. ხუთშაბათს "ბლაუგრანა" ევროპა ლიგის 1/16-ფინალში შინ "ნაპოლის" დაუპირისპირდება, კვირას კი ლა ლიგის 25-ე ტურში "ვალენსიას" ესტუმრება.
"ბარსას" "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში კიდევ ორი მცველი გამოაკლდა - ჟერარ პიკე და რონალდ არაუხო. პიკე მატჩის ბოლოს მოედნიდან გააძევეს, რის გამოც ის "ვალენსიასთან" დაპირისპირებისთვის დისკვალიფიცირებულია. არაუხომ მარცხენა ქუსლის მიდამოში დისკომფორტის გამო თამაში ნაადრევად დაასრულა, თუმცა მისი ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ "ნაპოლისთან" და "ვალენსიასთან" მატჩებისთვის გუნდს დანი ალვესის დანაკლისიც აქვს. ბრაზილიელი ევროპა ლიგაზე დარეგისტრირებული არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ნეაპოლელებთან არ იქნება. ალვესი ვერც "მესტალიაზე" ითამაშებს, ამის მიზეზი კი ლა ლიგაში ორმატჩიანი დისკვალიფიკაციაა.
ამ ყველაფერს რობერტოს, ლანგლეს, უმტიტისა და ბალდეს არყოფნაც ემატება. თუ არაუხო გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს, "ნაპოლისთან", სავარაუდოდ, დაცვის ხაზი დესტი-პიკე-გარსია-ალბა იქნება, "ვალენსიასთან" კი - დესტი-მინგესა-გარსია-ალბა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]