"უეფა" არ განიხილავს მოურინიოსთვის დამატებით სანქციებს

"უეფა" არ განიხილავს მოურინიოსთვის დამატებით სანქციებს

"უეფამ" არ მიიღო "ბარსელონას" თხოვნა, რათა საჯარიმო სანქციები გაეტარებინათ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მიმართ იმ განცხადებების გამო, რომელიც ამ უკანასკნელმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარ–ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა "უეფა" კატალონიელთა სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა.

"უეფას" დისციპლინარული კომიტეტის ვიცე–პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "უეფამ" უკვე აღძრა საქმე მოურინიოს წინააღმდეგ, რომელიც კომიტეტის მიერ პარასკევს, 6 მაისს იქნება განხილული. შესაბამისად ფეხბურთის უწყებაში ვერ ხედავენ მოურინიოს მიმართ დამატებით კიდევ ერთი საქმის აღძვრის საჭიროებას.

"უეფას" ოფიციალურმა ვებ–გვერდმა კი უკვე დაადასტურა ინფორმაცია "რეალი" სარჩელის დაუკმაყოფილებლობაზე. შეგახსენებთ, რომ მადრიდელები კატალონიელთა ექვსი ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის მიმართ საჯარიმო სანქციების გატარებას მოითხოვდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.