ასპილიკუეტამ ბარსელონასგან შეთავაზება მიიღო

ასპილიკუეტამ ბარსელონასგან შეთავაზება მიიღო

"ბარსელონამ" "ჩელსის" მცველს, სესარ ასპილიკუეტას შეთავაზება გაუკეთა. ამ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი მატეო მორეტო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ასპილიკუეტამ "ბარსასგან" კონტრაქტის სახით 2+1 წლიანი შეთავაზება მიიღო.

32 წლის ფეხბურთელმა ჯერ "ჩელსისთან" უნდა მოილაპარაკოს და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. ესპანელი გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მარტში ან აპრილში მიიღებს.

იგივე წყარო იტყობინება, რომ, თუ ასპილიკუეტას ""ლურჯების"" დატოვება უნდა, ლონდონურ კლუბს ამასთან არანაირი პრობლემა არ აქვს.

ცნობისთვის, ასპილიკუეტას "ჩელსისთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა ზაფხულში ეწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #4 19 თებერვალი 2022 19:37
    0
    2+1 რას ნიშნავს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 თებერვალი 2022 19:02
    0
    უფასოდ მოსვლა ახლა ბარსასთვის მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს ჰოლანდი გვინდა უსიკვდილოდ და ერთი-ორი მცველი.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #2 19 თებერვალი 2022 18:10
    1
    უფასოდ თუ მოვა 2 წელი თავისუფლად გაქაჩავს, ჩელსიში ჯეიმსს ვერ გაუწევს კონკურენციას თორემ ვინ გაუშვებდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 თებერვალი 2022 16:59
    0
    32 წლის ზაფხულში უკვე 33 იქნება ეავიცი აბაა ერთი 3-4 წლის წინ რო მოეყვანათ კიდე ჰო მარა უკვე ჩინეთის ან ამერიკის ასაკი აქვს ამას