”ბარსელონა”-”რეალი”. აკრედიტებულ ჟურნალისტთა რეკორდული მაჩვენებელი

”ბარსელონა”-”რეალი”. აკრედიტებულ ჟურნალისტთა რეკორდული მაჩვენებელი

დღეს ”კამპ ნოუზე” რეკორდი მოიხსნება. ამჯერად აკრედიტებულ ჟურნალისტთა რაოდენობის მიხედვით. ”უეფას” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარ-ფინალურ მატჩს, რომელიც ”ბარსელონასა” და ”რეალს” შორის დღეს, ”კამპ ნოუს” სტადიონზე გაიმართება, დაესწრება 965 პროფესიონალი ჟურნალისტი.

33 ქვეყნისა და 190 სხვადასხვა გამოცემის რედაქტორები, ფოტოგრაფები, კომენტატორები, ოპერატორები და სხვა ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლები იმუშავებენ იმისთვის, რომ ”კლასიკო” მთელმა მსოფლიომ იხილოს. ამ მატჩს მსოფლიოს 224 ქვეყანაში იხილავენ.

აკრედიტირებული ჟურნალისტების მხრივ ბოლო რეკორდი 2008-2009 წლებში, ”უეფას” ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის დროს დამყარდა. მაშინ ერთმანეთს კატალონიის ”ბარსელონა” და ინგლისის ”მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა და მას 898 ჟურნალისტი დაესწრო.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.