ნაპოლი-ბარსა - შემადგენლობა და პროგნოზი ქართველი გულშემატკივრების ვერსიით
ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
დღევანდელ გამოკითხვაში მომხმარებლების 95%-მა უპირატესობა 4-3-3 წყობას მიანიჭა.
გულშემატკივრებმა ერთხმად აირჩიეს ტერ შტეგენი (99%), დესტი (95%), პიკე (97%), არაუხო (99%), ალბა (99%) და ობამეიანგი (97%). შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 64% ფრენკი დე იონგმა მიიღო.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ "ნაპოლისთან" დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი - დესტი, არაუხო, პიკე, ალბა - ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი - ტრაორე, ობამეიანგი, დემბელე.
რაც შეეხება პროგნოზს - მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ "ბარსელონა" ანგარიშით 2-1 მოიგებს.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, "ბარსელონა", მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]