ჩემპიონების აღლუმი

მატჩები: 38
გოლები: 20
საუკეთესო მატჩი: "ვალენსიასთან" (17 ოქტომბერი)
შეფასება: 8
სეზონის წინ, კლუბის ხელმძღვანელობა სერხიო ასენიოს შეძენას გეგმავდა და შეიძლებოდა ისე მომხდარიყო, რომ ვალდესს ნავთსაყუდელი გამოეცვალა. საბოლოო ჯამში ვიქტორისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა და მანაც კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა. "ბარსას" კარის დარაჯი დამსახურებულად მოხვდა ეროვნულ გუნდში, ოღონდ ჯერჯერობით მხოლოდ გაფართოვებულ შემადგენლობაში. ვალდესმა, ტრადიციულად მაღალ დონეზე ჩაატარა ორივე კლასიკო, ხოლო კიდევ ერთ ტრადიციაზე, სასწაულებრივ შეცდომებზე, ბოლო ტურამდე უარს ამბობდა. თუმცა, ამ მიუტევებელ შეცდომასაც არ მოჰყოლია ფატალური შედეგი. კარიერაში მესამედ მოიგო სამორას ტიტული, რომელიც ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები გოლის გამშვებ კიპერს ეძლევა.

მატჩები: 29
გოლები: 3
პასები: 11
საუკეთესო მატჩი: "ვალიადოლიდთან" (23 ნოემბერი)
შეფასება: 6
ალვეშს, ურიგო სტატისტიკური მაჩვენებლები არ აქვს (გუნდში მეორეა საგოლე გადაცემების რაოდენობით), მაგრამ ვიზუალურად, სადებიუტო სეზონთან შედარებით, ბევრად სუსტად იასპარეზა. გაუგებარია, საკუთარ თავს მაქსიმალურ მოთხოვნებს რატომ აღარ უყენებს ბრაზილიელი. შესაძლოა, ამის მიზეზი ღირსეული კონკურენტის არარსებობა, ანაც შარშანდელი ტრიუმფალური სეზონის შემდეგ, ემოციური გამოცარიელებულობლა იყო. წელს გულშემატკივრებმა ბლომად იხილეს პირით ხაზს იქეთ გაკეთებული გადაცემები, მეტოქის საჯარიმოში არაზუსტი ჩაწოდებები და გაფუჭებული ჯარიმები. ერთი რამ უცვლელი დარჩა - სიმულაცია და დაცვაში დაშვებული შეცდომები.

მატჩები: 32
გოლები: 1
პასები: 2
საუკეთესო მატჩი: "რეალთან" (29 ნოემბერი)
შეფასება: 8
"ბარსელონას" კაპიტანმა ბოლო ხუთ წელიწადში საუკეთესო სეზონი ჩაატარა და ყველა ის ეჭვი გაფანტა, რომლებიც მის დაღმასვლას ეხებოდა. პუიოლის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება, რომელიც მეორე ახალგაზრდობას განიცდის, ვერც პასის უკეთესი კულტურის მქონე მარკესმა შეძლო, ვერც სერიოზულ თანხად ნაყიდმა ჩიგრინსკიმ და ვერც ტრავმამოშუშებულა მილიტომ. კაპიტნის ფეერიული თამაშის აპოფეოზად "კამპ ნოუზე" გამართული კლასიკო იქცა, სადაც კარლესი საკუთარ საჯარიმოში სასწაულებს სჩადიოდა და "ბარსა" გოლისგან იხსნა.

მატჩები: 32
გოლები: 2
პასები: 0
საუკეთესო მატჩი: "რეალთან" (29 ნოემბერი)
შეფასება: 7
გასული სეზონის მთავარმა აღმოჩენამ, რომელიც ელვისებურად იქცა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად, მიმდინარე სეზონი მოკრძალებულად ჩაატარა, განსაკუთრებით პირველი ნახევარი. სამაგიეროდ, ახალგაზრდა ნახევარმცველი გასახდელის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და ჟურნალისტების საყვარელ ფეხბურთელად იქცა. პიკე მასმედიის წარმომადგენლებთან ხშირად საუბრობდა და თანაც სიამოვნებით, განსაკუთრებით "რეალის" შესახებ. საბედნიეროდ, ახალი წლის შემდეგ, ხერარდის სიტყვები საქმით განმტკიცდა და მისი და პუიოლის დუეტი უფრო დამაჯერებლად ათამაშდა, ვიდრე სეზონის დასაწყისში.

მატჩები: 12
გოლები: 0
პასები: 0
საუკეთესო მატჩი: "ატლეტიკოსთან" (3 აპრილს)
შეფასება: 6
შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელ მცველს ეს სეზონი ადაპტაციისთვის დასჭირდა. ნეგატიური მოგონებებიდან, არარეალური სატრანსფერო თანხა და სამეფო თასზე "სევილიასთან" საშინლად ჩატარებული მატჩი უნდა გამოვყოთ. დადებითი მოვლენებიდან კი, პასის კარგი კულტურა, ესპანური ენის შესწავლა და თანაგუნდელებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება უნდა მივიჩნიოთ. მომავალი სეზონი დმიტრისთვის, შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს.

მატჩები: 11
გოლები: 0
პასები: 1
საუკეთესო მატჩი: "ვალენსიასთან" (14 მარტი)
შეფასება: 6
მუხლის მძიმე ტრავმის მოსაშუშებლად არგენტინელს წელიწადნახევარი დასჭირდა, ამიტომაც მასზე დიდ იმედებს წელს არავინ ამყარებდა. მწვრთნელის მიერ მიცემული დრო ნერვულად და არასტაბილურად ჩაატარა, მაგრამ მთლიანობაში მისი ასპარეზობა დამაკმაყოფილებელი იყო. ორიოდე დღის წინ "სარაგოსას" ექს-კაპიტანს კლუბმა კონტრაქტი 2 წლით გაუხანგრძლივა, რაც იმის მანიშნებელია, რომ სამწვრთნელო შტაბს მისი იმედი მომავალშიც აქვს.

მატჩები: 15
გოლები: 1
პასები: 1
საუკეთესო მატჩი: "რასინგთან" (20 მარტი)
შეფასება: 5
"აცტეკზე" დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ ამაოდ. მცირე ტრავმებმა, რომლებსაც მექსიკელი ხშირად იღებდა, ოპტიმალური ფორმის აკრეფის საშუალება არ მისცა, რათა ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად პიკესა და პუიოლისთვის გაეწია კონკურენცია. მართალია, სულ 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ შეცდომებს მაინც ხშირად უშვებდა და იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ კლუბის ბოსებმა მილიტოს ხელშეკრულება გაუხანგრძლივეს, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ზაფხულს მექსიკელი "ბარსას" დატოვებს.

მატჩები: 17
გოლები: 0
პასები: 3
საუკეთესო მატჩი: "სევილიასთან" (16 იანვარი)
შეფასება: 8
სეზონი კარგად დაიწყო, შემტევ თამაშში სერიოზულად მოუმატა, რაც შარშან მისი სუსტი წერტილი იყო. დაცვაში პრაქტიკულად უშეცდომოდ ირჯებოდა და კრიტიკის საბაბი არავისთვის მიუცია. სამწუხაროდ, თებერვალში მიღებულმა ტრავმამ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი ფაქტიურად სეზონის ბოლომდე დატოვა თამაშგარე მდგომარეობაში. გამოჯანმრთელება და ტრავმის რეციდივი ერთი იყო, შესაბამისად გადამწყვეტ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია.

მატჩები: 25
გოლები: 0
პასები: 4
საუკეთესო მატჩი: "სევილიასთან" (8 მაისი)
შეფასება: 7
მიმდინარე სეზონში იმაზე მეტი სათამაშო დრო ჰქონდა, ვიდრე თვითონ ელოდა. ყოველივეს კი ხელი აბიდალის ტრავმამ შეუწყო. თავდაპირველად, მარცხენა ფლანგზე უფრო შემტევი თამაშის ვარიანტად განიხილებოდა - ზაფხულში კლუბიდან წასული სილვინიოს ანალოგი უნდა გამხდარიყო, მაგრამ წარუშლელი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია ინჩასებზე. თუმცა, არაფერი გაუფუჭებია და გადამწყვეტი მატჩებიც არ ჩაუგდია. ამისთვისაც მადლობელნი ვართ მისი.

მატჩები: 33
გოლები: 0
პასები: 2
საუკეთესო მატჩი: "ვილიარეალთან" (1 მაისი)
შეფასება: 7
საბოლოოდ ჩამოყალიბდა "ბარსას" ძირითად საყრდენ ნახევარმცველად. ერთ-ერთი ყველაზე არაერთგვაროვანი ფიგურაა გუნდში - ხშირად აკრიტიკებენ სიმულაციისადმი მიდრეკილებისა და ბურთის არასათანადოდ ფლობის გამო. აქებენ მოედნის ცენტრში მობილური თამაშისთვის, მეორე სართულზე წარმატებით ბრძოლისთვის და მეტოქეთა ყვითელ ბარათზე წამოკიდებისთვის. ბუსკეტისადმი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვს ყველას, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების მწვრთნელები მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევენ თავთავიანთ გუნდებში.
P.S. გაგრძელება იქნება
www.sports.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]